საინფორმაციო შეხვედრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში, მერიის მხარდაჭერით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, რომლის მიზანია ტექნიკურ მიმართულებებზე ორიენტირებული სპეციალისტების შერჩევა და დასაქმება, დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე კანდიდატებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომ ვაკანსიებზე. ისინი, პირადად გაესაუბრნენ კომპანიის წარმომადგენლებს და დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები.