სიახლეები
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა
28 სექტემბერს, 13:00 საათზე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის-დავით ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროს სხდომაზე განსახილველად, დადებითად გადაწყვიტეს. კერძოდ:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.