სიახლეები

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი ქოჩიაშვილი, მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს სპეციალური სიგელები და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგალეთელმა აღნიშნა, ღონისძიება წელს მეოთხედ გაიმართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში განათლების წახალისებაა.
ღონისძიების ფარგლებში, გარდაბნის პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცე მოეწყო.
საღამო მუსიკალურად გააფორმეს ანდრია გველესიანმა, თიკა ბალანჩინმა და ბენდმა „New One“. საზეიმო პროგრამა ელექტრონული მუსიკითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.