სიახლეები

ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
ახლადრეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიკა კობახიძე მოინახულეს.
მინისტრმა განახლებული სასწავლო სივრცეები დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
665 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა.
სკოლა უზრუნველყოფილია კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის ახალი სისტემებით; ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის; ფუნქციონირებს ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.