სიახლეები

ლემშვანიერის №1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ლემშვანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში №1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 100 ბავშვზე გათვლილი, ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სააღმზრდელო და სათამაშო ზონები, რეკრეაციული სივრცე ფანჩატურებითა და საბავშვო კომბინირებული ატრაქციონებით. დამონტაჟდა გათბობის, წყლის, წყალარინებისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, პირველმა მოადგილემ, რამაზ ბუდაღაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია ჯალაღანიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.