სიახლეები

კრწანისობა 2025

24 სექტემბერს, სოფელ კრწანისში, “კრწანისობის” დღესასწაული აღინიშნა. მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, დეკანოზმა – მოსე ჭელიძემ კრწანისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღავლინა. ტაძრის ეზოში კი, ტრადიციული საგალობლები და ხალხური სიმღერები შესრულდა.

გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ფეხბურთში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში – ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური, მერი – დავით კარგარეთელი, მოადგილე – ლევან ხმალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.