სიახლეები
კრწანისობა 2026
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა
კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული ღონისძიება ტრადიციულად სამასი არაგველის ხსოვნის პატივისცემით დაიწყო.
მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში გმირთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„კრწანისობა 2026“ სპორტული აქტივობებით გაგრძელდა.
გაიმართა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ფეხბურთში, ხოლო გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სახალხო დღესასწაული „კრწანისობა“ კრწანისის ბრძოლის გმირების ხსოვნის პატივისცემასა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება.