
სიახლეები
ჯონი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

დღეს, 13 დეკემბერს, სოფელ სართიჭალაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სპორტული ცენტრის ორგანიზებით, გურამ გედეხაურის სახელობის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის – ჯონი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია პირველობა ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს – თასები, მედლები, სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.