სიახლეები

ღვთაებობა 2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარედ, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
ღვთაების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური ესწრებოდნენ.
დღის განმავლობაში სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა – ჩატარდა შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში.
გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სახალხო-რელიგიურ დღესასწაულს ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე ლევან ხმალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.