სიახლეები
გარდაბნობა 2026
გარდაბნის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული -„გარდაბნობა 2026“ გაიმართა.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საპატიო გარდაბნელების დაჯილდოების ცერემონია იყო.
წელს საპატიო წოდება შვიდ ღირსეულ ადამიანს მიენიჭა – მათ შორის არიან ექიმი, სპორტსმენი, უხუცესები და პედაგოგები.
2026 წლის საპატიო გარდაბნელები გახდნენ:
- ავთანდილ ჭრიკიშვილი
- თამარ მაისურაძე
- შახლარ ახმედოვი
- ნინო ჭყოიძე
- ბარბარე ფურცელაძე
- ალაქპერ გუსეინოვი
- სარხან საფაროვი
საპატიო გარდაბნელებს ჯილდოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა – სავალან მირზოევმა და ირაკლი შატაკიშვილმა გადასცეს.
დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო და გასართობი სივრცეები.
წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ასევე ქართული და აზერბაიჯანული ეთნოგრაფიული და გასტრონომიული კუთხეები.
პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი ზონა, სადაც პატარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და მხიარული აქტივობა გაიმართა.
საღამოს კონცერტზე მაყურებლის წინაშე სალომე ბაკურაძე, შაბან მამედოვი და „ღამის შოუს ბენდი“ წარდგნენ.
ღონისძიება DJ-ის მუსიკალური შოუთა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
„გარდაბნობა“ მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივი ტრადიციების, კულტურული მრავალფეროვნებისა და საზოგადოებრივი ერთობის წარმოჩენას ემსახურება.