სიახლეები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ მუშაობა დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ მუშაობა დაიწყო
გარდაბნის კულტურის სახლში, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი საბჭოს წევრების დაახლოება და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა იყო.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობაში, სადაც ერთმანეთს საკუთარი ხედვები და ის იდეები გაუზიარეს, რაც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული საბჭო მიმდინარე წელს შეიქმნა და უზრუნველყოფს:
✅ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას;
✅ სხვადასხვა პროექტის, ღონისძიებისა და შეხვედრის ორგანიზებას;
✅ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობას, რათა ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა იყოს უფრო პროგრესული და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული.