ზოგადი ინფორმაცია
თელეთი — გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო თელეთისა და ქვემო თელეთის ძველი სახელწოდება. წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნის I ნახევარში, თელეთის ბრძოლასთან (1522) დაკავშირებით. ვახუშტი ბატონიშვილი ასახელებს ოთხ თელეთს — ხატის თელეთი, მუხრან თელეთი (შემდგომში გაერთიანდა ზემო თელეთად), მირზოანთ თელეთი (იგივე ქურთი თელეთი) და თელეთი (შემდგომში გაერთიანდა ქვემო თელეთად): „არს თელეთები და ეკლესია წმიდის გიორგისა სასწაულთმოქმედი“. თელეთი 1791 წლის დავთარში მოხსენიებულია როგორც საამილახვროს კუთვნილი სოფელი.
საჯარო სკოლა
სსიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლა
დირექტორი: ლალი ჭინჭარაშვილი
ტელ: 577970551
ელ.ფოსტა: Teleti@mes.gov.ge
სექტორი: ქართული