ზოგადი ინფორმაცია
ქალაქი გარდაბანი თბილისიდან 39 კმ-ში, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს.
სახელწოდება, ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართლოსის ძის სახელიდან, გარდაბოსიდან მოდის. II საუკუნეში, ფარსმან ქველის მეფობის დროს, რუსთავიდან გარდაბნის ველზე არხი გაჭრეს, რასაც ვრცელი სასოფლო არეალის ათვისება მოჰყვა. მოგვიანებით, ვახტანგ გორგასლის მეფობისას, გარდაბნის საერისთავო მნიშვნელოვანი თავდაცვითი პუნქტი გახდა. აღმშენებლობა დავით აღმაშენებლის ეპოქაშიც გაგრძელდა.
XIII საუკუნეში, მტრების შემოსევების შემდეგ, გარდაბანი მთლიანად დაინგრა.
XX საუკუნეში, ქალაქ რუსთავის მშენებლობის პარალელურად, გარდაბანში საწარმოები და დასახლებული პუნქტები განვითარდა.
ქალაქ გარდაბანში, 1992 წლის 4 ოქტომბერს ამოქმედდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი.
ტაძარი მოსახლეობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შემოწირულობებით აშენდა. დარბაზული ტიპის, გუმბათოვანი ტაძარი მთლიანად მოხატულია. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გარდაბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარი XX საუკუნის სვეტიცხოვლად აკურთხა.
ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს მამა ზურაბ (ხაჩიძე). დღესასწაული აღინიშნება ღვთისმშობლის შობის დღეს – 21 სექტემბერს.
დაცული ტერიტორია გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თბილისიდან 39 კილომეტრში, აზერბაიჯანის საზღვართან.
ფართობი 3 484 ჰექტარია.
გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ნაპირზე შემორჩენილია ერთ-ერთი უნიკალური ჭალის ტყე. გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე კი ფრინველების 135 და ძუძუმწოვრების 25 სახეობა ბინადრობს. აქ შეიძლება შეგვხვდეს კავკასიური კეთილშობილი ირემი (საქართველოში ბოლო შემორჩენილი ჭალის პოპულაცია), გარეული ღორი, მგელი, ტურა, წავი, მელა და ლელიანის კატა; ფრინველებიდან – შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, რუხი წერო, ხოხობი, დიდი ჩვამა, ჩვეულებრივი კაკაჩა და სხვა.
გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე არის ტბა, რომელშიც სპორტული და სამოყვარულო თევზაობაა ნებადართული. აღკვეთილს თავისი სასტუმროც აქვს, რომელიც მონადირის სახლის სტილშია მოწყობილი. აქ არის საუნა და საბილიარდო ოთახი, კომფორტული საძინებლები თავისი ბუხრებით, დიდი სამზარეულო, შეხვედრების ოთახი და ვერანდა. სასტუმროს ეზოში მაყალზე თევზსა და ხორცს შეწვავენ, თან საინტერესო ისტორიებსაც მოყვებიან, თუ როგორ ნადირობდნენ ამ მხარეში საუკუნის წინათ.
მათთვის, ვინც დაინტერესებულია უფრო აქტიური დასვენებით, გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია შეუძლიათ ცხენით და ველოსიპედითაც მოიარონ.
მარაღას მეჩეთი გარდაბანში მცხოვრებ მუსლიმური თემის რელიგიური ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ღიაა ყველა მორწმუნესთვის, ვისაც სურს შეასრულოს თავისი რელიგიური ვალდებულებები, ასევე მათთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი მუსლიმური კულტურისა და ისტორიის შესახებ.
ტრადიციულ სტილში აშენებული მეჩეთი უნიკალურია თავისი არქიტექტურული დეტალებით, კოშკით, რთული ქვის ჩუქურთმებითა და ძლიერი გუმბათებით.
მეჩეთის კართან და გალავანთან არაბულ ენაზე შესრულებულია წარწერები – ღმერთის 99 სახელი და „კარი სამოთხისკენ“.
მეჩეთს სარკეებით მორთული ორი გუმბათი აქვს.
მუზეუმში დაცულია გარდაბნის ტერიტორიაზე (ისტორიული კუხეთი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები, საინტერესოა ქვის ხანის სამეურნეო და საბრძოლო იარაღების კოლექცია, ანტიკური პერიოდის კერამიკის ნიმუშები, გვიანი შუასაუკუნეების ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები.
მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათისა და კვირის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მისამართი: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის №61
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა რამდენიმე ჯგუფისაგან შედგება:
- უძველესი წიგნები: აქ შეგვიძლია გამოვყოთ იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება “(1983წელი,6 ენაზე ნათარგმნი გამოცემა), შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“(1888 წლის გამოცემა, მხატვარ მიხაი ზიჩის შესრულებული ილუსტრაციებით), აკაკი გელოვანის „მითოლოგიური ლექსიკონი“ (1983 წელს გამოიცა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ).
- ქართული და უცხოური, ძველი და თანამედროვე ლიტერატურის შედევრები, საარქივო–საძიებო, სამეცნიერო წიგნები, სხვადასხვა სახის ენციკლოპედიები (აღსანიშნავია ს.ს.რ “წითელი წიგნი“)ქართულ ენაზე.
- საბავშვო ბიბლიოთეკა – მოიპოვება როგორც ძველი, ასევე თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა.
- თანამედროვე და ძველი ლიტერატურა, სხვადასხვა სახის ენციკლოპედიები, სამეცნიერო და საარქივო–საძიებო ტიპის გამოცემები რუსული და აზერბაიჯანულ ენებზე.
მისამართი: ქ. გარდაბანი, დ.აღმაშენებლის №70
სსიპ – ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის N 24
დირექტორი: ეკატერინე ხარძიანი
ტელ: 0372223716
ელ.ფოსტა: gardabani1@mes.gov.ge
სექტორი: ქართული
სსიპ – ქალაქ გარდაბნის №3 საჯარო სკოლა
მისამართი: გარდაბანი, ვაგზლის №2
დირექტორი: აიათ მეხრაბოვი
ტელ: 577286581
ელ.ფოსტა: gardabani3@mes.gov.ge
სექტორი: აზერბაიჯანული
სსიპ – ქალაქ გარდაბნის №4 საჯარო სკოლა
მისამართი: გარდაბანი, აღმაშენებლის №94
დირექტორი: მაია ჩადუნელი
ტელ: 0372223977
ელ.ფოსტა: gardabani4@mes.gov.ge
სექტორი: ქართული, რუსული
სსიპ – ქალაქ გარდაბნის №6 საჯარო სკოლა
მისამართი:გარდაბანი, თბილწყაროს დასახლება
დირექტორი: გულჩოხრა გუსეინოვა
ტელ: 577662490
ელ.ფოსტა: gardabani6@mes.gov.ge
სექტორი: აზერბაიჯანული
სსიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლა
მისამართი: გარდაბანი, სოფელი კაპანახჩი
დირექტორი: ნასიბ ნასიბოვი
ტელ: 577970542
ელ.ფოსტა: Kvemokapanakhchi@mes.gov.ge
სექტორი: აზერბაიჯანული
ა(ა)იპ ქალაქ გარდაბნის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი
მისამართი:
დირექტორი:საბინა ნეიმატოვა
ტელ: 595057336
ა(ა)იპ ქალაქ გარდაბნის №2 საბავშვო ბაგა-ბაღი
მისამართი: ქ. გარდაბანი, ლესელიძის ქუჩა N1
დირექტორი: მანანა გოგბაიძე
ტელ: 595057337
ა(ა)იპ ქალაქ გარდაბნის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი
მისამართი: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. 5ა
დირექტორი: მარინა ჩხუტიაშვილი
ტელ: 595057338
ა(ა)იპ ქალაქ გარდაბნის №4 საბავშვო ბაგა-ბაღი
მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა N129
დირექტორი: ნანა ჭკუასელიძე
ტელ: 595057339
ა(ა)იპ ქალაქ გარდაბნის №5 საბავშვო ბაგა-ბაღი
მისამართი: ქ. გარდაბანი, თამარ მეფის ქუჩა
დირექტორი: ნანი გულბანი
ტელი: 595057341