ზოგადი ინფორმაცია
სოფელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა. 1831 წელს მარტყოფელი გუგუნაშვილების, კახაბრიშვილების, ბიძინაშვილების, სალთხუციშვილების, კობიაშვილების და სხვა გვარის წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს მარტყოფის მამასახლისს სვიმონ შინჯიკაშვილს, სოფლის მოსახლეობის მომრავლების გამო ნება დაერთო მათთვის გადასახლებულიყვნენ კლდისწყაროდ წოდებულ მიწაზე.
თხოვნა დაკმაყოფილდა და 14 ოჯახი დასახლდა კლდისწყაროს მიწაზე. პირველი მოსახლენი იყვნენ კახაბრიშვილები, ბიძინაშვილები, გოგოჩაშვილები, გუგუნაშვილები და კობიაშვილები. შემდეგ მათ შეუერთდნენ მარტყოფიდან გადასახლებული სხვა გვარის წარმომადგენლებიც. დასახლების პროცესი XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა.
სოფლის ცენტრალურ მოედანზე, მოსწორებულ ადგილზე, ტაძრის გრანდიოზული ნანგრევებია შემორჩენილი და წარმოადგენს საქართველოში ნაკლებად გავრცელებულ ტიპს სამნავიანი ბაზილიკისა.
ტაძარი დიდი ზომის მრავალფენოვანი ნაგებობაა. ამჟამად, გარდა შუასაუკუნეების გადაკეთებისა, რუინებად ქცეული შენობის ცენტრალური ნავის აღმოსავლეთ ნაწილში დაცულია XIX საუკუნის ბოლოს ჩაშენებული დარბაზული ეკლესიაც. საცხენისის ეკლესიის შემორჩენილი კედლები ამოყვანილია აგურისა და თლილი ქვის კვადრების შერეული წყობით. კედლების წყობის ნახატის განსხვავებული ხასიათი, მისი შეკეთების ეტაპების ამსახველია. ქვედა რიგებში შემორჩენილ აგურისა და ქვის ფიგურალურ წყობას, ცვლის ბაზილიკის დანგრევის შემდგომ, მისი პირველი აღდგენისას, იმავე მასალით ამოყვანილი აგურის წყობაში უსისტემოდ ჩაყოლებული ქვის რიგები და ბოლოს, ზედა ნაწილში გვიანი, XIX საუკუნის მშენებლობის დროინდელი სადა, აგურის წყობა. (იხ. აღმოსავლეთი ფასადი) ეკლესიის თავდაპირველი გეგმის კომპოზიცია წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო აგურით ამოყვანილი ორი წყვილი მრგვალი სვეტით, რომლებიდანაც ნავთა გამყოფი თაღები იყო გადაყვანილი (ამჟამად აღარ არსებობს). საცხენისი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი იყო, რომელიც საუკუნეთა მანზილზე განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ქვეყნის ისტორიაში. აქ აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, (ადრექრისტიანული ხანის სტელა) ამ გეოგრაფიული პუნქტის ისტორიულ უწყვეტობაზე მიგვანიშნებს. ხოლო, X საუკუნის ღვთისმშობლის ბაზილიკა, კი თავისმხრივ დიდად მნიშვნელოვანია საქართველოში ამ არქიტექტურული ტიპის განვითარების თვალსაზრისით, მით უფრო, რომ ბაზილიკის ტიპი საქართველოში ნაკლებად იყო ფეხმოკიდებული, ყველა არსებული ამ ტიპის ნიმუში ძირითადად აღრიცხული და შესწავლილია. ამ არქიტექტურული ტიპის ახალი ნიმუშის აღმოჩენა-შენამატი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მით უფრო, რომ იგი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ისეთ შემოქმედებით, ცოცხალ და მრავალფეროვან პერიოდს მიეკუთვნება, როგორიც არის ე.წ. ” გარდამავალი ხანა”.
წყარო: კულტურული მემკვიდრეობის პორტალი
საგანმანათლებლო სტატუსი:
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
დირექტორი:
ლალი ფრეწუაშვილი
ტელ: 790258203
ელ.ფოსტა: garAkhalsopeli@mes.gov.ge
დირექტორი: მარინა ჩადუნელი
ტელ: 595057354
დირექტორი: ია ცისკარიშვილი
ტელ: 595057363