სიახლეები
დიდგორობა 2026
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ აღინიშნა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესასწაულის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები „დიდგორის ჯვრითა“ და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობა, ხალხური რეწვის ნიმუშები, ტრადიციული სიმღერები და ცეკვები.
სახალხო დღესასწაულზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად, საკუთარი სივრცით იყო წარმოდგენილი.
ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან“ არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბეთანიამ“ კი მაყურებლის წინაშე ქართული ფოლკლორული სიმღერები შეასრულა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილეები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნიკა კობახიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილეები ფუად მირზოევი და შალვა ფურულიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დიდგორობა“ ყოველწლიურად დიდგორის ისტორიული ბრძოლისა და საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ აღინიშნება.