
სიახლეები
დიდგორობა 2025

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ აღინიშნა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები „დიდგორის ჯვრით“ და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.
დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო და ბავშვთა გასართობი სივრცეები, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. ასევე, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.
სახალხო დღესასწაულზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად, საკუთარი კუთხით იყო წარმოდგენილი, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბეთანია“ კი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული სიმღერით წარდგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მისი პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია, მოადგილეები ნიკა კობახიძე და გიგა ნამიჭეიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე ფუად მირზოევი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.