ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი

ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დაიწყო
8 ივლისს, სართიჭალის ცენტრალურ სტადიონზე ტურნირის პირველი თამაში გაიმართა. ერთმანეთს „იმერლები“ და „მუღანლო 1“ დაუპირისპირდნენ, სადაც „იმერლებმა“ მოწინააღმდეგე გუნდი 5:0 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც სულ 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. ტურნირის თამაშები 8 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით გაიმართება.