სიახლეები

ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტში სპორტული აქტივობების ხელშეწყობას განაგრძობს – მერიის ორგანიზებით, სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს „ბუდიონი“ და „სიონლები“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა „ბუდიონის“ გამარჯვებით – 3:1 დასრულდა.
დასკვნითი მატჩის მონაწილე გუნდები საჩუქრებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, წელს მეათედ ჩატარდა.