შემოიარე საქართველო

„შემოიარე საქართველო“ არის ახალგაზრდული და სათავგადასავლო პროექტი, რომლის უმთავრესი მიზნებია:

  • სოციალური ინტეგრაციის გაღრმავება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა მცხოვრებლებს შორის.
  • ერთობლივი გამოცდილების შეძენა და საქართველოს მრავალფეროვანი რეგიონების შესწავლა.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ეს პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის, რათა მათ:

  • სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი.
  • აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებაში.