სიახლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
19 ნოემბერს, 13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მოქალაქეებს, 19 ნოემბრამდე, მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვთ როგორც წერილობით, ისე დისტანციურად: • მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №73 • ელ-ფოსტა: gardabani.mun@gmail.com • ტელეფონი: 595 06 01 06.