სიახლეები
თანამედროვე ლიტერატურის გამოფენა
კულტურის სახლში, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, თანამედროვე ლიტერატურის გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ახალი გამოცემები.
გამოფენას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილე ფუად მირზოევთან ერთად დაესწრო. ხელმძღვანელმა პირებმა ხაზი გაუსვეს მუნიციპალიტეტში წიგნიერების ამაღლებისა და საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების მნიშვნელობას.
ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლის ბიბლიოთეკებს საჩუქრად ახალი წიგნები გადაეცათ.