სიახლეები

საბავშვო თეატრ „ბიზის“ წარმოდგენა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ თეატრალური შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საბავშვო თეატრმა „ბიზი“ წარმოდგენა გამართა.
პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში კულტურული დიალოგის გაღრმავებას, საბავშვო თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა შემოქმედთა შესაძლებლობების წარმოჩენას.
მაყურებელმა გარდაბნელი ახალგაზრდა მწერლის, აზერ მუსაოღლუს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „წარსულიდან ჩამოსული ბიჭი“ იხილა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, მოადგილე ვუგარ მამედოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.