სიახლეები
„ჩემი პირველი ნერგი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამის – „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა.
ინიციატივის ფარგლებში, 35 საჯარო სკოლის 955-მა პირველკლასელმა სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგო.
ნერგების დარგვის პროცესში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი მაია ჩადუნელი მონაწილეობდნენ.
პროგრამა პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელია ჩართული.
პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას, მწვანე სივრცეების გაფართოებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვას.
პროგრამის ფარგლებში ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.