სიახლეები
სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა
22 ოქტომბერს, 14:00 საათზე , სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – თამარ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროს სხდომაზე განსახილველად, დადებითად გადაწყვიტეს. კერძოდ:
1. “გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ – 2024 წლის 30 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის 2026 წლის მესამე კვარტლის ანგარიში – განხორციელებული საქმიანობის შესახებ.