სიახლეები

ახლად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლაში, სოციალური ინვესტიციის პროექტის ფარგლებში, სასწავლო და სპორტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახლად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – შალვა გურულიშვილი და ფუად მირზოევი, კომპანია სოკარ მიდსტრიმ გაზ ოპერეიშენის იურიდიულ და შესაბამისობის საკითხთა მთავარი ოფიცერი მურად მეჰდიევი, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ჩადუნელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოციალური ინვესტიციის პროექტი კომპანია სოკარ მიდსტრიმ გაზ ოპერეიშენისა (SMGO) და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის (SCPC) პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ინიციატივის მიზანია სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) ზემოქმედების ზონაში მდებარე დასახლებებში ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნა.