სიახლეები
არქეოლოგიური გათხრები სოფელ ლემშვანიერას მიმდებარედ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი სოფელ ლემშვანიერას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს გაეცნო.
ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის (GIGAP) ფარგლებში, გარდაბნის ყორღანულ ველზე, რომელიც 67 ყორღანს მოიცავს, კვლევები 2021 წლიდან მიმდინარეობს.
2026 წლის გათხრების ფარგლებში მკვლევრებმა მეხუთე ყორღანის შესწავლა დაიწყეს. სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ქვის წრიული სტრუქტურა და რიტუალური ორმოები, რომლებშიც კერამიკული მასალა აღმოაჩინეს.
ექსპედიციაში მონაწილეობენ კა’ფოსკარის ვენეციის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გარდაბნის ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლები. კვლევები ხელს უწყობს რეგიონის ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას.