სიახლეები
შეხვედრა მოსახლეობასთან
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სოფელ ნაგების ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მთავარ თემას იმ მიწის ნაკვეთების საკითხი წარმოადგენდა, რომელთა დაკანონებაც მოსახლეობამ, გარკვეული ტექნიკური თუ დოკუმენტური დაბრკოლებების გამო, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ვერ შეძლო.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს აღნიშნული საკითხი და პროცესში წარმოქმნილი კონკრეტული შეფერხებები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტის მერიისთვის ცნობილია არსებული პრობლემები და კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მოიძებნოს საკითხის გადაჭრის შესაძლო გზები.