
სიახლეები
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

28 ივლისს, 13.00 საათზე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის-დავით ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროს სხდომაზე განსახილველად, დადებითად გადაწყვიტეს.
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.