სიახლეები

საკრებულოს გეგმიური სხდომა ჩატარდა

30 ივნისს, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმიური სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გურამ თუშიშვილისა და მწვრთნელის გიორგი შინჯიკაშვილის დაჯილდოების შესახებ.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი ქავთარაძისა და მწვრთნელის გიორგი შინჯიკაშვილის დაჯილდოების შესახებ.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი ნარიმანიძისა და მწვრთნელის თორნიკე ხიდეშელის დაჯილდოების შესახებ.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ლევან ტოტიკაშვილისა და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების შესახებ.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
9. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.