
სიახლეები
საკრებულოს გეგმიური სხდომა

28 აპრილს, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმიური სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა- პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გეგი ონიანისა და მწვრთნელის ოქრუა ჯოხაძის დაჯილდოების შესახებ.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის სოფიკო კვანჭიანისა და მწვრთნელის გიორგი ხახიაშვილის დაჯილდოების შესახებ.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ილია კიკოლაშვილისა და მწვრთნელის სოსო ივანიშვილის დაჯილდოების შესახებ.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: ლუკა კვანჭიანის, ბაკური კვანჭიანის, გიორგი მათიაშვილის, დავით ახალკაციშვილის, ალექსი კახაბრიშვილის, გიორგი კახაბრიშვილისა და მწვრთნელის ლუკა ჩიტრეკაშვილის დაჯილდოების შესახებ.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: ლიანა სარატიკიანის, ემილ ისმაილოვისა და მწვრთნელების: დავით კაკრიაშვილისა და ვუგარ მამედოვის დაჯილდოების შესახებ.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის აიდინ მამედოვისა და მწვრთნელის ვუგარ მამედოვის დაჯილდოების შესახებ.
10. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.