
სიახლეები
საფინანსო საბიუჯეტო კომისია

27 აპრილს, 14:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის – ლევან ნიჟარაძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის, პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 86-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროს სხდომაზე განსახილველად, დადებითად გადაწყვიტეს.