სიახლეები

საკალათბურთო სკოლა „მუხბეს“ კალათბურთელთა დაჯილდოება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ა(ა)იპ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის” ორგანიზებით, საკალათბურთო სკოლა „მუხბეს“ კალათბურთელთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ, როგორც საქართველოს 12 წლამდელთა, ასევე, 14 წლამდელთა შორის ჩემპიონები.
12 წლამდელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ემარი იოსელიანი;
14 წლამდელთა შორის კი ნიკოლოზ ქურსაბედიანი.
გამარჯვებულებს, ა(ა)იპ გარდაბნის “მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის” სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, აღინიშნა გუნდის მწვრთნელის – ირაკლი ჯანხოთელის მნიშვნელოვანი წვლილი ახალგაზრდების განვითარებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – სამირ ხიალოვი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – თამარ ხაჩიძე.