
სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწავლება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში უფლებამოსილი პირებისთვის კომპლექსური სწავლება გაიმართა, რომლის მიზანი მათი პროფესიული მომზადება იყო.
სწავლების პირველ ეტაპზე მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, საგანგებო მართვის გეგმის სტრუქტურა, რისკების შეფასების მეთოდოლოგია და უსაფრთხოების პასპორტის მომზადების ძირითადი პრინციპები.
კურსის დასკვნით დღეს, შემუშავებული დოკუმენტების ეფექტიანობის დატესტვისა და რეაგირების მექანიზმების დახვეწის მიზნით, სამაგიდო სწავლება გაიმართა, ასევე მოეწყო საველე შტაბი და საგამოფენო სივრცე.