
სიახლეები
მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა.
ვიზიტის ფარგლებში, ხელმძღვანელმა პირებმა თელეთში სპორტული დარბაზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს, მარტყოფში კი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ასევე, მოინახულეს სოფელ საცხენისში მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობს, პარალელურად კი, დაზიანებულ მონაკვეთზე შესაბამისი აღდგენითი ღონისძიებები უმოკლეს ვადებში დაიგეგმა.
სამუშაოების დათვალიერებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შესრულების ხარისხსა და ვადების მკაცრ დაცვაზე.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი და შალვა გურულიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ახალკაციშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბუცხრიკიძე და საკრებულოს წევრები.