
სიახლეები
9 აპრილი

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – სავალან მირზოევთან, ირაკლი შატაკიშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, გარდაბანში 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.