
სიახლეები
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქალაქ გარდაბანში გაიმართულ შეხვედრას დაესწრო, რომლის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის გაძლიერება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
ორგანიზატორმა მხარემ ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასა და აღსრულების მექანიზმებზე, მიმოიხილეს გასულ წლებში მიღწეული შედეგები, წარადგინეს შემუშავებული გზამკვლევი დოკუმენტები და უპასუხეს მონაწილეთა შეკითხვებს.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.