სიახლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფინანსება დაიწყო
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დასაფინანსებლად, განცხადებების მიღება დაიწყო.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა გულისხმობს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაკალავრო/სამაგისტრო სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 700 ლარის ოდენობით, ხოლო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სოციალური მუშაობის ან ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო საგანმანათლებლო საფეხურზე, სწავლის სემესტრულ თანხას სრულად დაუფინანსებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია.
სტუდენტებმა სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 15 მარტამდე უნდა წარადგინონ.