სიახლეები

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გაიმართა

30 სექტემბერს, ქ. გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გაიმართა.

2023-2024 სასწავლო წლის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულებს, მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს პარლამენტის წევრმა – სავალან მირზოევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა – ილია ჯალაღანიამ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გიგა ნამიჭეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაურმა და მერმა – დავით კარგარეთელმა მოადგილეებთან ერთად.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაჯილდოვდა 84 კურსდამთავრებული. აქედან 76 ოქროს ხოლო 8 ვერცხლის მედლით.

მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრებით ბენდი – ,,გუფილენდი” წარსდგა.

საღამო ელექტრონული მუსიკის ფონზე, ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.