სიახლეები

საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა

30 სექტემბერს, 13:30 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 3 საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიშის ცნობად მიღების საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი ქარჩაიძისა და მწვრთნელის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.
3. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.