სიახლეები

ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტში სპორტული აქტივობების ხელშეწყობას განაგრძობს – მერიის ორგანიზებით, სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს „იმერლები“ და „ცენტრი“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა „იმერლების“ გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.
დასკვნითი მატჩის მონაწილე გუნდები საჩუქრებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, წელს მეცხრედ ჩატარდა.