
სიახლეები
„უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ სოციალურ-კულტურული აქტივობა

გარდაბანში ნარდში მეგობრული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ქვეპროგრამის – „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ სოციალურ-კულტურული აქტივობის ფარგლებში მოეწყო.
შეხვედრაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გარდაბნის, მცხეთის, თბილისის, რუსთავის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების პროექტების სოციალიზაციის ხელშეწყობის დღის ცენტრების ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.