სიახლეები

შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან

SHEXVEDRAIDZULEBITGADADGILEBULPIREBTAN

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი და ლევან ხმალაძე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილების საჭიროებები. მოსახლეობას გააცნეს ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს.

მოსახლეობისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილების საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.