საშობაო ალილო

გარდაბანში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს საზეიმო მსვლელობა გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც დეკანოზი მამა ზურაბ ხაჩიძე უძღვებოდა.
ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩა ფეხით გაიარეს.
მსვლელობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ, მონაწილეებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.