სიახლეები

შეხვედრა ახალგაზრდებთან

davitkargareteliaxalgazrdebsshexvda

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალგაზრდობის მიმართულებით მერიის პრიორიტეტებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით პირადად მუნიციპალიტეტის მერისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.