სიახლეები

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსს, ვიცე – პოლკოვნიკ ილია ჩანადირს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება.
კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:
✔ საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;
✔ საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;
✔ უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის 1275 ლარი, ოფიცრებისთვის 1530 ლარი.
11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები ჩაირიცხებიან რეზერვში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.

შეხვედრას, გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ფუად მირზოევი, ლევან ხმალაძე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების გარდაბნის მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.