- პროგრამით მოსარგებლე
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (არანაკლებ 6 თვე) და მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5 000-ს;
- დედ-მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე);
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (არანაკლებ 6 თვე) და მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ეტლით მოსარგებლეები, დაუნის სინდრომის, ცერებრალური დამბლის, ან მხედველობის დაქვეითების მქონენი);
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (არანაკლებ 6 თვე) და მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები (კოდი – 311, 312, 313);
- სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვები;
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (არანაკლებ 6 თვე) და მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (მხედველობადაქვეითებული – მკვეთრად გამოხატული);
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (არანაკლებ 6 თვე) და მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (100 000 ქულის ჩათვლით).
- მოსარგებლეების დაფინანსების ზოგადი წესი
- პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“). - პროგრამა ითვალისწინებს ზამთრის პერიოდში (იანვარი, თებერვალი, ნოემბერი, დეკემბერი) გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას, თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
- დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- განცხადება;
- ბენეფიციარის ან/და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის მოწმობის ასლი;
- მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
- ბავშვის(ების) დაბადების მოწმობის ასლი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
- მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში);
- სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შშმ სტატუსის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ და „ზ“ პუნქტის შემთხვევაში);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
- ვეტერანის მოწმობის ასლი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის შემთხვევაში);
- წერილი ან/და ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის შემთხვევაში);
- განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის შემთხვევაში);
- მერის წარმომადგენლის აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ განმცხადებელი არის მარტოხელა, არ ჰყავს შვილი და მარჩენალი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „თ“ პუნქტის შემთხვევაში);
- საბანკო რეკვიზიტები.