დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა
პროგრამით მოსარგებლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები;
„ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი, 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები
პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი
პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“).
პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლი ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას, კერძოდ, დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს).