სიახლეები

26 მაისი

26 მაისს, გარდაბნის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ გარდაბნის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან ცენტრალურ პარკამდე მოეწყო კოსტიუმირებული მსვლელობა. ასევე, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი ზონა.
საღამოს, მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და
ინდივიდუალური
შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.