სიახლეები

17 წელი აგვისტოს ომიდან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველ მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გარდაბნელების – კაპრალი ლევან დევდარიანის, სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტის, ზურაბ ბეგიაშვილისა და პოლიციელი გენადი ხარძიანის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავები ყვავილებით შეამკო.