
- ეს event უკვე იყო
„მარტყოფი საქართველოს გადარჩენაა“
მაისი 31 @ 5:00 am - 7:00 pm

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 31 მაისს, 17:00 საათზე, მარტყოფის ისტორიული ბრძოლის 400 წლისთავის აღსანიშნავად, გაიმართება ღონისძიება – „მარტყოფი საქართველოს გადარჩენაა“.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა, ადგილობრივ მეწარმეთა და მხატვართა ნამუშევრების საგამოფენო სივრცეები და საბავშვო კუთხე.
მოწვეული ისტორიკოსები ისაუბრებენ მარტყოფის ბრძოლაზე, როგორც საქართველოს ისტორიაში ერთიანობის, თავისუფლებისა და ძლიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდზე.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ – ანსამბლი „ქართული ხმები“, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.
